გორში ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი-ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა.

წინასწარი ინფორმაციით, ორი ავტომანქანა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით გატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები