სირია “დიდი შვიდეულის” სამიტზე მიიწვიეს – ქვეყნის წარმომადგენელი შეხვედრას პირველად დაესწრება
ივნისში, საფრანგეთში დაგეგმილ G7-ის („დიდი შვიდეულის“) სამიტში სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მიიღებს მონაწილეობას. გამოცემის ცნობით, მიწვევა სირიულ მხარეს პარიზში გამართული G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გადასცეს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ანონიმურმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, სამიტში სირიის მონაწილეობა დაკავშირებულია ენერგომატარებლების მიწოდების ჯაჭვში პოტენციურ სტრატეგიულ საკვანძო როლთან, ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შემდეგ.
მედიის შეფასებით, ეს ნაბიჯი სირიასა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენაზე მიუთითებს.
ბოლო დღეებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის წარმომადგენლები უკვე მონაწილეობდნენ G7-ის ფინანსური ფორმატის დახურულ შეხვედრებში.