ირმა ხახუტაიშვილი: ნაცებზე ეხლახანს მიწებებულებს დაბრო აქვთ, ნაც ქოცის ძახილით, ოღონდ გაათანაბრეთ ნაცების და ქოცების ქმედებებიო და დაიწყეს ფეიკების გავრცელება

“ოღონდ გაათანაბრეთ ნაცების და ქოცების ქმედებებიო და დაიწყეს ფეიკების გავრცელება”,-ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი წერს და აქვეყნებს სტატისტიკას, რომელშიც შედარებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პატიმრების რაოდენობა.

მონაცემების მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში პატიმრების რაოდენობა 24 500-ს აღემატებოდა, ხოლო პრობაციონერების რაოდენობა 310 000-ს აღწევდა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მმართველობას, პატიმართა რაოდენობა 8 500-ს შეადგენს, ხოლო პრობაციონერების რაოდენობა 15 200-ს აღწევს.

ხახუტაიშვილი წერს, რომ ყველაფერი დეტალებში ახსოვთ.

„ნაცებზე ეხლახანს მიწებებულებს, დაბრო აქვთ, ნაც ქოცის ძახილით, ოღონდ გაათანაბრეთ ნაცები და ქოცები ქმედებებიო და დაიწყეს ფეიკების გავრცელება.
ამნეზია არ გვაქვს, გვახსოვს ყველაფერი, თან დეტალებში“-წერს ხახუტაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები