ზამურ ჭითანავა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ერთად „Construction Sevice“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, იოსებ ალიბეგაშვილთან, ერთად შპს „Construction Sevice“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები და ყურადღება გაამახვილეს პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.

“შეხვედრის დასრულების შემდეგ იოსებ ალიბეგაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ბოლნისსა და სოფელ ხატისოფელში მდებარე დაზიანებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქ ბოლნისში, სიონის ქუჩაზე, მდინარე მაშავერაზე არსებულ ხიდზე სანაპირო და შუალედური ბურჯების დაზიანებული ნაწილების მობეტონება მიმდინარეობს. რაც შეეხება ხატისოფლის ხიდს, უკვე დასრულდა სახიდე გადასასვლელზე სავალი ნაწილის მონოლითური რკინაბეტონის ფილის მონტაჟი, ასევე, ხიმინჯებისა და რკინაბეტონის სარეგულაციო კედლის მოწყობა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანაპირო და შუალედური ბურჯების დაზიანებული ნაწილების მობეტონების სამუშაოები.

სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდადნ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და ორივე პროექტის ღირებულება ჯამში 872 000 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი სიკინჭალაშვილმა, დაათვალიერეს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები