ირანის უზენაესმა ლიდერმა გამდიდრებული ურანის ექსპორტი აკრძალა

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ გამდიდრებული ურანის ირანის ფარგლებს გარეთ ექსპორტი აკრძალა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა დონალდ ტრამპი „კიდევ უფრო გააღიზიანოს“ და მოლაპარაკებების პროცესი გაართულოს.

წყაროების ცნობით, ირანელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა ირანს აშშ-ისა და ისრაელის მომავალი თავდასხმების წინაშე უფრო დაუცველს გახდის.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ირანში გამდიდრებული ურანის საკითხის მოგვარებაში ისეთი გზით, რაც ირანისთვის მაქსიმალურად მისაღები იქნება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვის წინადადება ირანიდან გამდიდრებული ურანის ამოღების შესახებ ძალაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები