ესპანეთში ცნობილი ტანსაცმლის ბრენდის, Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის უფროსი ვაჟი, ჯონათან ანდიკი დააკავეს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ჯონათან ანდიკი მამის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.
საქმე ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ისაკ ანდიკი ბარსელონასთან ახლოს, მონსერატის მთებში ლაშქრობის დროს კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.
თავდაპირველად სამართალდამცველები შემთხვევას უბედურ შემთხვევად განიხილავდნენ, თუმცა მოგვიანებით საქმე შესაძლო მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ესპანური გამოცემების ცნობით, სამართალდამცველებმა ჯონათან ანდიჩის ჩვენებაში გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერის გარდაცვალების დროს მამასთან ერთად მხოლოდ ის იმყოფებოდა.
გამოძიების ცნობით, შემთხვევის დროს ერთადერთი თვითმხილველი ჯონათან ანდიკი იყო. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებს კითხვები გაუჩნდათ მის ჩვენებებსა და შემთხვევის გარემოებებთან დაკავშირებით.
ანდიკების ოჯახი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჯონათან ანდიკი უდანაშაულოა და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.