მომსახურების სააგენტო მართვის უფლების გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის გამოცდებთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ”,- წერია ინფორმაციაში.