აშშ-მა კუბისკენ ავიამზიდი გააგზავნა
აშშ-ის ავიამზიდი USS Nimitz-ის დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვაში განლაგდა, რაც კუბასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავების ფონზე მოხდა,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
აშშ-ის სამხრეთის სარდლობის (SOUTHCOM) ინფორმაციით, რეგიონში განთავსებულია ავიამზიდი USS Nimitz, გამანადგურებელი USS Gridley და სხვა სამხედრო გემები.
ოფიციალური განცხადებების თანახმად, ოპერაცია წარმოადგენს აშშ-ის სამხედრო ძალების რეგულარული გადაადგილებისა და რეგიონში „სტრატეგიული მზადყოფნის“ ნაწილის.
ამავე დროს, ამერიკული მედიის ნაწილი წერს, რომ კარიბის რეგიონში სამხედრო ძალების გაზრდა ვაშინგტონსა და ჰავანას შორის გაუარესებულ ურთიერთობებს და პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო გადაადგილება „ესკალაციას არ წარმოადგენს“, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ავიამზიდის კარიბის ზღვაში გამოჩენა პოლიტიკური სიგნალის მნიშვნელობას ატარებს.