ირანი მზადაა, აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში ახალი იარაღი გამოიყენოს
ირანს თანამედროვე იარაღი აქვს, რომელიც ბრძოლის ველზე შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კონფლიქტში ჯერ არ გამოუყენებია ,- ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ირანის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ ქვეყნის შიგნით დავამზადეთ მოწინავე იარაღი, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ ბრძოლის ველზე და რეალურად არც გამოუცდიათ“, – განაცხადა ირანის სამხედრო წყარომ, ირანის მზადყოფნაზე აშშ-ის შესაძლო განმეორებითი თავდასხმისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანს არ აქვს რესურსების დეფიციტი, რომლებსაც თავდასხმების მოსაგერიებლად გამოიყენებს.
„აღჭურვილობის ან თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს რაიმე დეფიციტი, რაც ხელს შეგვიშლის ჩვენი ქვეყნის დაცვაში. ამჯერად, ჩვენ არ ვაპირებთ თავშეკავებულად მოქმედებას“, – განაცხადა წყარომ.