ირაკლი გოგავა: ბრიუსელი არაერთგზის არის სისტემურ ფავორიტიზმში შემჩნეული – დისკომფორტი აქვთ, რადგან საქართველო გავიდა გარე მართვის მარწუხებიდან

“ბრიუსელი არაერთგზის არის სისტემურ ფავორიტიზმში შემჩნეული. დისკომფორტი აქვთ, რადგან საქართველო გავიდა გარე მართვის მარწუხებიდან”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ განაცხადა.

„თუ საქართველო გამოუვალ სიტუაციაში იქნება, სულ სხვა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება მივიღოთ. თუ ატყობთ, ბოლომდე ესკალაციაზე ისინიც [ბრიუსელი] არ მიდიან, რადგან ეს ესმით. ვფიქრობ, ბრიუსელის ბიუროკრატიის ამ თაობასთან ნორმალური დიალოგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

ბრიუსელი არაერთგზის არის სისტემურ ფავორიტიზმში შემჩნეული. დისკომფორტი აქვთ, რადგან საქართველო გავიდა გარე მართვის მარწუხებიდან. პოლიტიკურად დღეს გარე მართვაზე აღარ არის და ახლა უნდათ, რომ დააბრუნონ. შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ უკან, რევერსის გზა ჩვენთვის აღარ არსებობს, რადგან რეალურად გამოავლინა, რა სურს ევროპას ჩვენგან. მათ სურთ აკონტროლონ სასამართლო, პროკურატურა, ცესკო, აგენტურა ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ჩასვან. ევროპას უნდა ვასწავლოთ, რომ გვესაუბროს როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი“, – აღნიშნა გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები