პრემიერი: პატიმარი სააკაშვილი არასდროს იქნება პრივილეგირებული, რატომ შიმშილობს, ვინ უშლის ჭამას?

 

რატომ შიმშილობს სააკაშვილი? ვინ უშლის ჭამას? პატიმარი სააკაშვილი არასოდეს არ იქნება პრივილეგირებული, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

„რამდენიმე ათასი პატიმარია ციხეებში, მათაც სჭირდებათ მზრუნველობა. პატიმარი სააკაშვილი არაფრითაა განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა პატიმრებს – ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანია. მისი გათავისუფლება გამორიცხულია – სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები