ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ქართველი ოპერატორის სიკვდილის გამო შოკირებული ვარ
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, სიგრიდ კააგი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
მინისტრი ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ქართველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილით, რომელიც 5 ივლისს თავდასხმის ობიექტი გახდა, შოკირებული ვარ. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია“, – წერს ის.