ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს ექსპოზიცია „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შესახებ საარქივო დოკუმენტების ორიგინალები – დამოუკიდებლობის აქტები, გერბის, დროშისა და სტანდარტის ესკიზები, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი, ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს 1918-1921 წლების საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ამსახველ სხვასაარქივო მასალას.
გამოფენა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.