უკრაინას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ 1991 წლის პერიოდში არსებულ საზღვრებს დაიბრუნებს, რადგან რუსეთს ომის გასაგრძელებლად რესურსები აქვს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა და ამჟამად ლონდონში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ამ დარბაზში აღარ არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ იმედი აქვთ რაღაცა სასწაულის, ან თეთრი გედის, რომელიც უკრაინას მშვიდობას მოუტანს და საზღვრებს 1991 წლის ან 2022 წლის პერიოდში დააბრუნებს და იქნება დიდი ბედნიერება“, – აღნიშნა ზალუჟნიმ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთის ომის წარმოების უნარი აბსოლუტურად დამოკიდებული იქნება მის ხელმისაწვდომობაზე, უპირველეს ყოვლისა, ამ ომის წარმოების რესურსებზე.
როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოდან – 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთი გამოფიტვის ომს აწარმოებს.
ზალუჟნი მიიჩნევს, რომ ომის მოგების ერთადერთი გზა რუსეთის ამ ომის წარმოების უნარის სრულად განადგურებაა.