ზაალ ანჯაფარიძე: სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ განცხადებები, რომ რუსთაველზე საზეიმოდ მივდივართ, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო აღლუმი ჩაიბაროსო? ანუ წინასწარ ქმნიან კონფლიქტოგენურ გარემოს
“რაც უფრო ახლოვდება 26 მაისის დღესასწაული, მით უფრო მკვეთრად ვლინდება იმათი აგრესია, ვისაც ზეიმის ჩაშლა სურთ. დიახ, სწორედაც რომ ჩაშლა და არა ზეიმი. სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ განცხადებები, რომ რუსთაველზე საზეიმოდ მივდივართ, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო აღლუმი ჩაიბაროსო(?!). ანუ წინასწარ ქმნიან კონფლიქტოგენურ გარემოს” – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, წინააღმდეგობრივი განცხადებები, თითქოს „რუსთაველზე საზეიმოდ მივდივართ, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმი ჩაიბაროს“, რეალურად მიზნად ისახავს კონფლიქტოგენური გარემოს შექმნას.
“რაც უფრო ახლოვდება 26 მაისის დღესასწაული, მით უფრო მკვეთრად ვლინდება იმათი აგრესია, ვისაც ზეიმის ჩაშლა სურთ. დიახ, სწორედაც რომ ჩაშლა და არა ზეიმი.
სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ განცხადებები, რომ რუსთაველზე საზეიმოდ მივდივართ, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო აღლუმი ჩაიბაროსო(?!). ანუ წინასწარ ქმნიან კონფლიქტოგენურ გარემოს.
მოწოდებებით მსხვერპლ შეწირვაზე, პოლიციელთა დასისხლიანებაზე და ა.შ. სურთ აგრესიის მუხტის გაზრდა. ამ დღეებში შეიძლება ვიხილოთ მათი პროვოკაციები!
ჩემი აზრით, მათი მიზანია როგორც მინიმუმ, ამა წლის 9 აპრილის სცენარის გამეორება, რომელსაც დღემდე საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევენ, და მაქსიმუმ მასობრივი არეულობის პროვოცირება. სურთ სამართალ დამცავების გამოწვევა ლეგიტიმური ძალის გამოყენებაზე, 2011 წლის 26 აპრილის დარბევასთან პარალელების გავლება და იმის მტკიცება, რომ ეს ხელისუფლება არაფრით განსხვავდება ნაცებისგან. შემდეგ მოხდება დარბევის ფოტო-ვიდეო კადრების დაგზავნა საელჩოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომ იქიდან წამოვიდეს ბრალდებების ნიაღვარი „მშვიდობიანი მომიტინგეების“ ძალადობრივ დარბევაზე და ა.შ.
არ ვიცი რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ვფიქრობ 9 აპრილს რადიკალების მიმართ გამოვლენილი დათმენა/ტოლერანტობა, 26 მაისს უკვე აღარ იმუშავებს – სიტუაციაა სხვა.” – წერს ანჯაფარიძე.