ტრამპი Apple-ს მოუწოდებს, თავისი iPhone-ები შეერთებულ შტატებში აწარმოოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 25%-იანი ტარიფი დაეკისრება – CNN

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Apple-ს მოსთხოვა, რომ iPhone-ები შეერთებულ შტატებში აწარმოოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 25%-იანი ტარიფი დაეკისრება,- ამის შესახებ CNN-ი წერს.

“მე დიდი ხნის წინ ვაცნობე Apple-ის წარმომადგენელ ტიმ კუკს, მოველი, რომ მათი iPhone-ები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება, შეერთებულ შტატებში იყოს წარმოებული და აწყობილი და არა ინდოეთში ან სხვაგან.

თუ ეს ასე არ იქნება, Apple-მა აშშ-ს, სულ მცირე, 25%-იანი ტარიფი უნდა გადაუხადოს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

როგორც “სიენენი” წერს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Apple-ი თავისი წარმოების შესაძლებლობების დივერსიფიკაციაზე მუშაობდა.

IPhone-ის წარმოების ნაწილი უკვე ინდოეთში გადავიდა და კუკმა Apple-ის ინვესტორებთან ამ თვის დასაწყისში გამართული შემოსავლების შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი მოლოდინია, „აშშ-ში გაყიდული iPhone-ების უმეტესობის წარმოშობის ქვეყანა ინდოეთი გახდეს“.

ტრამპი კუკს გასულ კვირას, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დასაწყისში შეხვდა. კატარში მან კუკი აშშ-ში გასაგზავნი iPhone-ების ინდოეთში წარმოების გეგმის გამო გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები