უკრაინამ ტყვეობიდან 390 ადამიანი დაიბრუნა, ეს რუსეთთან მასშტაბური გაცვლის პირველი ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„1000-ის 1000-ის ფასად გაცვლის შეთანხმების პირველი ნაწილი ამოქმედდა. ეს შეთანხმება თურქეთში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს – 390 ადამიანი. შაბათს და კვირას – ჩვენ ველით, რომ გაცვლა გაგრძელდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ტყვეობიდან 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს.