გია აბაშიძე: სამართლიანი მართლმსაჯულება ნამუსგარეცხილებს ვერანაირად დასჯის, მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ადრე თუ გვიან – არაკაცებისა და ზნედაცემულების საზოგადოებრივი გარიყვა კი, საზოგადოების პრეროგატივაა
“ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა დაზარალებულმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტში დაადასტურა, რომ 2007-ში, “იმედის” დარბევისას, გიორგი თარგამაძე პატივით გამოაცილეს ნაც ჟანდარმებმა, როცა მის თანამშრომლებს ატერორებდნენ და ამასაც დღემდე უტარებენ თარგამაძეს მისი კოლეგები, ყოფილი “იმედელები”?! ამაზრზენია!” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საგამოძიებო კომისიის მუშაობამ გამოავლინა მძიმე სურათი – ნაცმოძრაობის რეჟიმის ბნელ წარსულთან დაკავშირებული ბევრი ფიგურა დღემდე აქტიურობს საჯარო სივრცეში.
„ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა მსხვერპლმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტში დაადასტურა, რომ 2007-ში, “იმედის” დარბევისას, გიორგი თარგამაძე პატივით გამოაცილეს ნაც ჟანდარმებმა, როცა მის თანამშრომლებს ატერორებდნენ და ამასაც დღემდე უტარებენ თარგამაძეს მისი კოლეგები, ყოფილი “იმედელები”?! ამაზრზენია!
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებიდან ასევე ჩანს სავალალო ვითარება – დასჯილი, დასასჯელი ნაც ფაშისტების გარდა, საჯარო სივრცეში დღემდე უტიფრად აქტიურობენ ის ბინძური სუბიექტები, რომლებიც სააკაშვილის ნაც ფაშიზმთან დღემდე კოლაბორაციონისტობენ.
სამართლიანი მართლმსაჯულება ნამუსგარეცხილებს ვერანაირად დასჯის, მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ადრე თუ გვიან. არაკაცებისა და ზნე დაცემულების საზოგადოებრივი გარიყვა კი, საზოგადოების პრეროგატივაა.“ – წერს აბაშიძე.