შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს

შიდა ქართლში 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მოზარდი ინტერნეტით გაიცნო და შემდეგ მის სანახავად იმ დასახლებაში ჩავიდა, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები