პუტინის თქმით, რუსეთი მსოფლიოში იარაღის ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორს შორისაა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოში კვლავ იარაღის ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორს შორისაა.
„რუსეთი მსოფლიოში იარაღის ბაზრის ხუთეულში რჩება და მრავალ სფეროში წამყვანი ექსპორტის პოზიციებს ინარჩუნებს“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე.