სამტრედიაში ბორანის ახალი მარშრუტი და ტურისტული სივრცეები ეწყობა
სამტრედიიც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროს ამირან თევდორაძესთან ერთად, მდინარე რიონზე ახალი ბორანის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
,,სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალი ბორანის მოწყობა, ბორანის სადგომის ნაპირების გამაგრება და კეთილმოწყობა, მოსაცდელი და მოსასვენებელი სივრცეების შექმნა, საკემპინგე და ტურისტული ზონის განვითარება. ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ეტაპი სექტემბერში დასრულდება.
პროექტის შემდეგ ეტაპზე კი დაგეგმილია: სამტრედიიდან ვანის მუნიციპალიტეტამდე ბორანის მარშრუტზე კაპიტალური გზის, ასევე მდინარის ორივე ნაპირზე ეკონომიკური აქტივობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობა, რიონის მარჯვენა სანაპიროზე გადმოსახედი ტერასის და ფოტოსესიებისთვის სპეციალურად განთავსებული ფოტოსტენდებისა და სივრცეების შექმნა, საპარკინგე და საკემპინგე ზონების მოწყობა.
სამუშაოები გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა (GIZ) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.