ვარკეთილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს, გზად კი ავტოსადგომზე მდგარი ხუთი ავტომობილი დაამტვრიეს.
გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.