ანა დოლიძე “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.­

მან აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება უკვე შეიტანა.

“ხალხს აქვს ძალიან ბევრი კითხვა ნამოხვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ამ ხელშეკრულების დადებისთვის ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას. საუკეთესო ფორმატი, სადაც შეიძლება, ამ კითხვებზე გავიგოთ სიმართლე, არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. პარლამენტს, მათ შორის, ოპოზიციურ ფრაქციებს შეუძლიათ, აიღოს ხელში ბერკეტები და შექმნას პროცესი, რომლითაც ჩვენ დავადგენთ სიმართლეს”, – აცხადებს ანა დოლიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები