ზახაროვა: ზელენსკი დასავლეთმა სისხლიანი როლის შესასრულებლად აირჩია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთმა სისხლიანი როლის შესასრულებლად აირჩია და ის მილიონობით დასავლური ფონდით სარგებლობს.
„მათ [დასავლეთმა] შექმნეს ის. ის არავინაა. ის მსახიობი არ არის, ის უბრალოდ კომიკოსია, როგორც ცუდი კომიკოსი, არა იმიტომ, რომ ნიჭი აკლია, არამედ იმიტომ, რომ ნიჭზე მეტი ამბიცია აქვს. ის ამ ბინძური, სისხლიანი როლის შესასრულებლად აირჩიეს და ათასობით, მილიონობით და მილიარდობით დასავლური ფულით თამაშობს“, – აღნიშნა ზახაროვამ ჟურნალისტებს SPIEF-ის ფარგლებში.