თენგიზ ცერცვაძე: დღის წესრიგში დგას დამატებითი კოვიდკლინიკების შექმნა
“აჭარაში სექტემბრის შუა რიცხვებში არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირვებოდა და ეს ვერ მოხერხებულიყო”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დამატებით კოვიდკლინიკების შექმნა იგეგმება.
„ამჟამად, საწოლფონდის პრობლემა არ დგას. რამდენადაც ვიცი, პრაქტიკულად, ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხერხდება. აჭარაში სექტემბრის შუა რიცხვებში, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვინმეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირვებოდა და ეს ვერ მოხერხებულიყო. პირიქით, როგორც ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა და ჩვენ გვეუბნებიან, რესპუბლიკაში ყოველთვის არის რეზერვი რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილის. ახლა დღის წესრიგში დგას კიდევ დამატებითი კოვიდკლინიკების შექმნა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.