“ენერგო-პრო ჯორჯია”: ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევისას აღნიშნულ სადენს კომპანიის ქსელიდან ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქუთაისში – იმ დროს, როდესაც უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სადენს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

“მოთხოვნის შესაბამისად, ხაზი გაითიშა 14 საათსა და 18 წუთზე. ამის შემდეგ, დაიწყეს ხაზზე მუშაობა. ელექტროენერგია რომ შეწყვეტილი არ ყოფილიყო, მუშაობასაც, რა თქმა უნდა, ვერ დაიწყებდნენ. უნდა ითქვას, რომ არც მომდევნო პერიოდში აღდგენილა ძაბვის მიწოდება კომპანიის ქსელიდან. არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ სხვა მხრიდან მიეღო აღნიშნულ ხაზს ძაბვა, ის მიმართულებაც არ არის ,,ენერგო-პრო ჯორჯიას,, საკუთრება. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს სიმართლეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან, რომლებიც თავიანთ ქსელში მავთულებს ჭიმავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

წყარო: “რუსთავი 2”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები