“2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობის და სტაბილურობისკენ მიისწრაფვის”

გამოცემა emerging-europe დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, სოფო ქაცარავას წერილს აქვეყნებს სათაურით: „2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურობისკენ მიისწრაფვის”.

როგორც წერილშია აღნიშნული, წელს, 7 აგვისტოს 12 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოდან – რუსეთის სამხედრო აგრესიიდან, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

„მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი შეიარაღებული საომარი მოქმედებები მალევე შეჩერდა და მთელი საქართველოს ოკუპაცია არ მომხდარა, ომმა ასობით ათასი ქართველი წლობით დააზარალა. ისტორიის ამ ეპიზოდმა ქართველების სიმტკიცე მხოლოდ გააორმაგა.

2008 წლის რუსეთის საქართველოზე თავდასხმა კვლავ ახდენს გავლენას საქართველოს საზღვრებს მიღმა პოლიტიკაზე, ვინაიდან მან მნიშვნელოვანი ანაბეჭდი დატოვა გეოპოლიტიკურ ლანდშაპტზე. რუსეთის მიერ, ევროპაში სუვერენული საზღვრების გადაკეთების ძალისმიერმა მცდელობამ, რომელიც ორი ქართული რეგიონის უკანონო ოკუპაციით გამოიხატა, შექმნა საშიში პრეცედენტი, რომელმაც განსაზღვრა გლობალური დამოკიდებულებები კრემლის მიმართ მომდევნო ათწლეულის მანძილზე. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ გამოსაფხიზლებელი როლი ითამაშა, ვინაიდან მოსკოვმა გააქარწყლა მითი მათ მოჩვენებით პატივისცემაზე დემოკრატიის მიმართ და ღიად აჩვენა თავისი ამბიციები – აკონტროლოს და მუდამ თოფის სათითეზე ჰყავდეს მისი მეზობელი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ქართველები ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილან. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა გააძლიერა არატრადიციული ან ჰიბრიდული ომის წარმოება: სუვერენულ მთავრობებზე ზეწოლა ძალადობრივი ენერგიის პოლიტიკით, ფინანსური გამოძალვებით, ჰიბრიდული ოკუპაციით, ანექსიითა და დეზინფორმაციათ – ეს ამ დროისთვის უკვე ნაცნობი პუტინის თამაშია”, – აღნიშნული წერილში.

როგორც წერილში ელჩი წერს, 2008 წელს, საქართველო იყო პირველი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც იგრძნო ამ ტაქტიკის ჭეშმარიტი გავლენა.

„როგორც ახლა, ეს ყველაფერი მიმალული იყო ნებითი უარყოფის ჭრილში, რაც დიდი ხნის განმავლობაში საშუალებას აძლევდა რუსეთს თავიდან აეცილებინა სანქციები საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევებზე. ზოგი ამტკიცებს, რომ ახლა გამოყენებული სანქციებიც კი არათანმიმდევრული და არასაკმარისია. მიუხედავად ამისა, საქართველომ გადალახა ეს და სხვა გამოწვევები 2000-იანი წლების შუა პერიოდში და მიაღწია წარმატებას. დღეს ქვეყანა მკვეთრად გამოთქვამს საყვედურს რუსეთის მკაფიო ავტორიტარიზმზე და მაგალითია სხვა ერებისთვის, რომლებიც რუსეთის სამიზნეში შესაძლოა აღმოჩნდნენ. მთავრობამ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის და საბჭოთა წარსულთან საბოლოო კავშირის გაწყვეტისთვის გააორმაგა ძალისხმევა: განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, საქართველო შეუერთდა ნატოს კიბერუსაფრთხოების პლატფორმას, დანერგა ევროპარლამენტის სტანდარტის ახალი საარჩევნო სისტემა რომ გააძლიეროს დემოკრატია. საქართველოს საზოგადოების 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროპულ მიმართულებას. სხვამ რა, თუ არა ამ მიღწევებმა გამოიწვია რუსეთის აღშფოთება, რომელიც ხედავს რომ საქართველოს დესტაბილიზაციის შედეგები ფუჭია”, – აღნიშნულია წერილში.

როგორც წერილშია ნათქვამი, COVID-19- ის პანდემიამ გამოაჩინა, რომ რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული არსენალი, მათ შორის აგრესიული მედია პროპაგანდა.

„საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ ერთი ლაბორატორია, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი, გახდა რუსული დეზინფორმაციული კამპანიების მთავარი სამიზნე. სწორედ დეზინფორმაციის ფარგლებში გავრცელდა ჭორი, თითქოს ლუგარის ცენტრმა შეიმუშავა პათოგენური აგენტები სამხედრო მიზნების განსახორციელებლად. სწორედ ეს არის სიცრუისა და პროპაგანდის კლასიკური ნაზავი, რომელიც 2008 წლიდან ომის მუდმივ მახასიათებლად გადაიქცა.

უფრო მეტიც, 2020 წლის 11 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს და დაჭრეს ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელიც შემდეგ უკანონოდ დააკავეს. COVID-19 ის დროს, ზემოაღნიშნული მოქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას სიტუაციის ესკალაციის და ადგილზე უსაფრთხო გარემოს დესტაბილიზაციისკენ, რაც სერიოზული გავლენას ახდენს მშვიდობიანი და სტაბილური ევროპის პერსპექტივაზე”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები