პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
როგორც ისინი აცხადებენ ელოდებიან პოლიციის მხრიდან დაკავებებს. პარლამენტის წინ საპოლიციო კორდონი მოეწყო.
ამ წუთებში სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მომიტინგეები მათ მოწოდებას შეძახილებით ხვდებიან. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები