ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირის მიერ ინდივიდების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირის კანონებსაც ეწინააღმდეგება და საერთაშორისო სამართალსაც
გამოვეცით სამართლებრივი ანგარიში ევროკავშირის მიერ ინდივიდების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ევროკავშირის კანონებსაც ეწინააღმდეგება და საერთაშორისო სამართალსაც, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა ცენტრალური ევროპის კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრის MCC Brussels-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალაუფლების ასეთი ცენტრალიზაციით ევროკავშირი მონსტრს დაემსგავსა, რომელიც საკუთარ კანონებსაც აღარ იცავს.
„ახლახან მქონდა მსჯელობა საქართველოზე, სადაც ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს, რომ მათ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მიიღონ, რაც საქართველოს გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან აზრს მოკლებულია. ასევე აზრს მოკლებულია უნგრეთისთვისაც. თუ ასე განვაგრძობთ, ევროკავშირი კრახით დაასრულებს.
ასევე გამოვეცით სამართლებრივი ანგარიში ევროკავშირის მიერ ინდივიდების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ევროკავშირის კანონებსაც ეწინააღმდეგება და საერთაშორისო სამართალსაც. ძალაუფლების ასეთი ცენტრალიზაციით ევროკავშირი მონსტრს დაემსგავსა, რომელიც თავის ფორმას იძენს და საკუთარ კანონებსაც აღარ იცავს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.