საქართველოს ეკონომიკა პამდემიის პირობებში – რა მოლოდინები აქვთ ეკონომისტებსა და ბიზნესს

ქართველი ეკონომისტების მოსაზრებით, ქვეყნის ეკონომიკას, დაახლოებით, 12-18 თვე დასჭირდება პრეპანდემიური მდგომარეობის მისაღწევად. PMC კვლევითი ცენტრის მიერ მიმზადებული კვლევის თანახმად, მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა 2020 წელს 5% იქნება. 15- 20 %-ს მიაღწევს უმუშევრობა. ( 2019 წელს ეს მაჩვენებელი 11.6 % იყო ).
აღსანიშნავია, რომ, ამ არცთუ სახარბიელო პროგნოზისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი 20.8 პუნქტამდე გაიზარდა. მოკლედ, ბიზნესი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ შემცირდა გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი, ძირითადად, ფასების კლებას ელოდება და ზრდას მხოლოდ სერვისის სექტორში ელოდებიან. ჯამურად, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი 17.3 პუნქტით გაიზარდა.
ბიზნესის განწყობასთან ერთად, 1.2 ქულით გაუმჯობესდა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსიც. Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 77.1 ქულა დააგროვა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა. აღსანიშნავია ,რომ საქართველო შარშან ამ რეიტინგში მე-19 იყო.

Heritage Foundation-ის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 12-დან 4 კომპონენტშია გაუმჯობესებელი. ესენია:
სასამართლო ეფექტურობა 57.9 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 3.3 ქულა);
მონეტარული თავისუფლება 78.3 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 2.3 ქულა);
ფისკალური მდგრადობა 94.4 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 0.5 ქულა);
მთავრობის კეთილსინდისიერება 64.8 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 6.3 ქულა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები