ლევან მაჭავარიანი: არანაირი კავშირი ამ კანონსა და ვიზალიბერალიზაციის თემას შორის არ არსებობს

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონებზე ბრიუსელის პოზიციას გამოეხმაურა.

„ჩვენ ბევრჯერ განგვიცხადებია, რომ არანაირი კავშირი ამ კანონსა და ვიზალიბერალიზაციის თემას შორის არ არსებობს. ეს უბრალოდ შანტაჟის მექანიზმია. ფიზიკურად ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვერანაირ არგუმენტს ვერ წარმოგვიდგენენ. თუ რაიმე ტიპის არგუმენტებს წარმოგვიდგენენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ, მაგრამ ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები