კელი დეგნანი: მინდა, მივუსამძიმრო თამარის ოჯახსა და მეგობრებს, არაფერია შვილის დაკარგვაზე ტრაგიკული
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
„ეს არის მიმდინარე გამოძიება. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, კომენტარი გავაკეთო მიმდინარე გამოძიებაზე. მინდა, მივუსამძიმრო თამარის ოჯახსა და მეგობრებს. არაფერია შვილის დაკარგვაზე ტრაგიკული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.