ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება. აღნიშნულის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია კონტროლს სრულად შეესაბამება და შესაბამისად, საკონტროლო გამშვები პუნქტების საჭიროება აღარ დგას.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგების რჩევით,ვანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოიხსნება ბლოკპოსტები. ვანი არ იყო საკარანტინო ზონად გამოცხადებული,შესაბამისად, ორი ბლოკპოსტი,რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო ავიღებთ”,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ , ვანის მუნიციპალიტეტში ზომები 8 აპრილიდან გამკაცრდა. ე.წ ვანის კლასტერის ოთხის შემთხვევიდან ოთხივე გამოჯანმრთელდა.