ცაგერის მუნიციპალიტეტში სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამოქმედდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სამ ლოკაციაზე: სოფელ ღვედში, მურის ხიდსა და სოფელ ალპანაში დილიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდა.
ბლოკპოსტები იმ სტრატეგიულ ადგილებშია განთავსებული, რომლებიც ლენტეხის მუნიციპალიტეტს ლეჩხუმთან აკავშირებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად, მოსახლეობის თერმოსკრინინგს აწარმოებენ და მათ გადაადგილებას აკონტროლებენ.
ამ დროისთვის, ბლოკპოსტებზე თერმული შემოწმება 400- მდე ადამიანმა გაიარა. მათგან ოთხ პირს ტემპერატურა დაუფიქსირდა. მათი მონაცემები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს უკვე გადაეგზავნათ.