ვანის საკარანტინე სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება

ვანის საკარანტინე სივრცედ გამოცხადება არ იგეგემება  – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიღებული პრევენციული ღონისძიებები არის წინაპირობა იმისა, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროაქტიული თერმოსკრინინგი უტარდება და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები.
რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის კონტაქტებს – ისინი გამოკვლეულია და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ვანში ბლოკპოსტების მოწყობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც  კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  დღეს კი კოვიდ-19 დაინფიცირებულის ოჯახის წევრებსაც დაუდგინდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები