პოლიტიკური მიზნებისთვის საიმიგრაციო ზეწოლის გამოყენება – ევროკავშირი თურქეთს ადანაშაულებს

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ  თურქეთი „პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებულ საიმიგრაციო ზეწოლაში“ დაადანაშაულეე.

ამის შესახებ მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე შეხვედრაზე განაცხადეს.

ევროკავშირის საზღვართან თურქეთიდან 3.7 მილიონი სირიელი მიგრანტის მიახლოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, ეფექტურად დაიცვან საკუთარი საზღვრები არალეგალური გადაკვეთისგან. ისინი მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

გარდა ამისა, შს მინისტრები იმედოვნებენ, რომ ანკარა შეასრულებს 2016 წლის მარტში თურქეთსა და ევროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც საიმიგრაციო კრიზისის დარეგულირებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტის თანახმად, თურქეთი ვალდებულია, მიიღოს ყველა არალეგალი მიგრანტი, ვინც თურქეთის მხრიდან საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ეს წესი ვრცელდება როგორც საომარ კონფლიქტს გამოქვეულ პირებზე, ასევე, ეკონომიკურ მიგრანტებზე, ვინც ცდილობს, ევროპაში მოხვდეს.

ევროკავშირმა, ასევე, მკაფიოდ გამოხატა, რომ გააგრძელებს ბრძოლას კონტრაბანდასთან. გარდა ამისა, საბერძნეთს გამოუყოფენ 350 მილიონ ევროს საიმიგრაციო კრიზისის დასარეგულირებლად. კიდევ ერთი წინადადების მიხედვით, ათენს კიდევ დამატებით 350 მილიონ ევროს მისცემენ საზღვრების კომპლექსური დაცვისთვის.

ცნობისთვის, სირიულ იდლიბში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი თურქეთსა და სირიას შორის, თურქეთმა ლტოლვილებს ევროკავშირთან საზღვარი გაუხსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში 3.7 მილონი ლტოლვილია და ქვეყანა ვერ უმკლავდება მიგრანტთა ახალ ნაკადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები