ბოლნისის სიონის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება
იგეგმება ბოლნისის სიონის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის, ბოლნისის სიონის, II ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის პროცედურები დაიწყო და სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა.
„ძეგლის არსებული საკონსერვაციო საჭიროებების გათვალისწინებით, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ტაძრის ინტერიერსა და ექსტერიერში ქვის კონსერვაცია; არქეოლოგიური ზედამხედველობით ტაძრის ინტერიერში არსებული სამარხების მოწესრიგება და ახალი კირქვის იატაკის მოწყობა; ჩრდილოეთ ფასადზე არსებული კარის რესტავრაცია; საკურთხევლისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მინაშენზე არსებული დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია. ტაძრის ტერიტორიის კეთილმოეწყობა.
რეაბილიტაციის შედეგად აღდგება და შენარჩუნდება ძეგლის ისტორიული იერსახე, – წერია ინფორმაციაში.