ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა-2025″ აღინიშნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა-2025″ აღინიშნა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული.

,,ქალაქის ცენტრში გამოფენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული სამზარეულო.
ღონისძიებაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა წლის საუკეთესო პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დააჯილდოვა.
ასევე საპატიო მოქალაქეობა სხვადასხვა პროფესიის 7 ადამიანს მიენიჭა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ანდრია (კბილაშვილს), სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს მიხეილ ბარამიძეს, პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ კილაძეს, ლანჩხუთის ,,გურიას” ვეტერან ფეხბურთელს გიორგი თავაძეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში სპეციალისტს ვაჟა ებრალიძეს, ბიზნესმენს ლევან იოსელიანს.
საღამო Dodona & West Fire; MIX2RA კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები