მეუფე იაკობი: რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთან ომი არ უნდა; უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს, არ იქნებოდა

“სულიერი ძალა არის ჯვარში”, – ამის შესახებ  ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

ამასთან, მან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპას საკუთარ ტერიტორიაზე ომი არ უნდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ამას მხარს უჭერს, მაგალითად კი უკრაინა მოიყვანა.

„ჩვენი სულიერი ძალა არის ჯვარში.

რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთან ომი არ უნდა. უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს, არ იქნებოდა. საქართველო ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა იმით, რომ 2008 წელს ევროპის თანხმობით მოწყვლადი გახდა საქართველო და ბაზები გვაქვს ახლა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები