“არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მოიპარავს ხალხის ფულს, სახელმწიფოს რესურსებს და შემდგომ შეძლებს, მშვიდად და უზრუნველად გააგრძელებს ცხოვრებას” – თორნიკე ჭეიშვილი
“არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მოიპარავს ხალხის ფულს, სახელმწიფოს რესურსებს და შემდგომ შეძლებს, რომ მშვიდად და უზრუნველად გააგრძელებს ცხოვრებას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამურად, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაევალათ.
„ნაცმოძრაობის“ პირობებში, ქვეყანა იყო ჩაფლული ელიტური კორუფციის ჭაობში, რომლის ავანგარდშიც იდგა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ერთი არის, რომ თავის დროზე თავს უფლება მისცეს პირადი ფუფუნება მოეწყოთ სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე, მეორეა ის, რომ თუნდაც დღეს არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმები რათა მოხდეს დანაკარგის კომპენსირება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მოიპარავს ხალხის ფულს, სახელმწიფოს რესურსებს და შემდგომ შეძლებს, რომ მშვიდად და უზრუნველად გააგრძელებს ცხოვრებას“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.