საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ალი ისაევ-ავარსკის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის, პოეტისა და რეჟისორის – ალი ისაევ-ავარსკის გარდაცვალების გამო.
„ბატონ ალის არაერთ ქართულ მხატვრულ ფილმში აქვს ნათამაშევი დასამახსოვრებელი როლები.
ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოსა და დაღესტანს შორის მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ამის დასტურია ბ-ნი ალის მიერ გადაღებული დოკუმენტური ტრილოგია “საქართველო და დაღესტანი. მიზიდულობის ფორმულა”, “რასულ გამზათოვი და საქართველო”, “საქართველო დაღესტნელთა თვალით”, “ქართველების თვალით დანახული დაღესტანი”.
ალი ისაევ-ავარსკიმ დაგვიტოვა არაერთი პოეტური და პროზაული ნაწარმოები, სადაც ასევე ჩანს საქართველოსა და დაღესტნის დიდი სიყვარული.
მთელი გულით ვუსამძიმრებთ ბ-ნი ალის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დანაკლისს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.