კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 595 დრონი და 48 რაკეტა გაუშვა.

“საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩაჭრეს ან შეაჩერეს 566 დრონი და 45 რაკეტა, რამაც შემდგომი განადგურება თავიდან აიცილა. დარტყმებმა ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურას”,- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმა რამდენიმე რეგიონს, მათ შორის ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, სუმის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვისა და ოდესის რეგიონებს მოიცავდა.

მოგვიანებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე, 70 ადამიანი დაშავდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები