“პაატა ბურჭულაძე აქციეს გარკვეულ შირმად, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლებისთვის შეეფუთათ ის ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, რომლებიც გააჩნიათ” – ჭეიშვილი
“პაატა ბურჭულაძე აქციეს გარკვეულ შირმად იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლებისთვის შეეფუთათ ის ანტისახელმწიფოებრივი და რადიკალური მიზნები, რომელიც რეალურად გააჩნიათ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, “ტრაგიკომიკურ პერსონაჟთან გვაქვს საქმე”.
” რეალურად პაატა ბურჭულაძე აქციეს გარკვეულ შირმად იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლებისთვის შეეფუთათ ის ანტისახელმწიფოებრივი და რადიკალური მიზნები, რომელიც რეალურად გააჩნიათ. ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წიაღში წარმოშობილი ანტიეროვნული მიზნები, რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.
მრჩება შთაბეჭდილება რომ ძალიან უხერხულად გრძნობს თავად თავს. ერთი მხრივ, კონკრეტული დავალება აქვს მიღებული, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს და მუდმივად საუბრობს 4 ოქტომბერზე და მგონი თავად აპირებს ხელისუფლება გადაიბაროს, რაც ღიმილის მომგვრელია. მეორე მხრივ, ეს ადამიანები კულისებში გადიან სცენარებს იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალადობრივი გზით აქ პროცესების წარმართვა ვითომდა მშვიდობიან დამხობაზე. ახალაიას „საგმირო საქმეების“ შესახებ თუ გვაინტერესებს, შეგვიძლია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ჩავხედოთ, რომელიც პარლამენტში მომზადდა, რითაც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, „კურიერის“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ.