გორში სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2025“ აღინიშნა

გორში სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2025“ აღინიშნა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პარლამენტარებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

,,მათ სტუმრებთან ერთად თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების კუთხეები დაათვალიერეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები.

„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. “საპატიო გორელი” წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხუთი ადამიანი გახდა.

საპატიო მოქალაქის ტიული მიენიჭათ:

იმედო ხუციშვილი – ექიმი
კახა თოფჩიშვილს – მხატვარი
ფატი ფულარიანს – მსახიობი
არჩილ ბარამიძეს – მწვრთნელი
გივი აბალაკს – ფერმერი

„გორის დღე 2025 “ გალა-კონცერტმა დაასრულა. კონცერტში, მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურმა ჯგუფებმა “ქუჩის ბიჭები”, “Soft Wave” და “კანუდოსი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები