“საცალო ვაჭრობის ქსელში ყუთები გაჩნდება, რომელშიც მომხმარებლებს შეეძლებათ, პროდუქტი მოათავსონ, შემდეგ კი ის გაჭირვებულ მოქალაქეებს დაურიგდებათ”

სურსათის ბანკის” პროექტის ინიციატორი „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსი მრჩევლის, ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია, რომ საცალო ვაჭრობის ერთერთ ქსელში სპეციალური ყუთები განთავსდეს წარწერით “სურსათის ბანკი”, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, პროდუქტი შეიძინოს, ამ ყუთში მოათავსოს, შემდეგ კი პროდუქტები “სურსათის ბანკში” წავა და ბენეფიციარებს გადაუნაწილდებათ. ამის შესახებ მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მათ [“საქველმოქმედო ორგანიზაცია “ენკენიას”, რომელმაც თბილისში, ისანში “სურსათის ბანკი” გახსნა] აქვთ არაჩვეულებრივი კამპანია, რომელიც ჭარბი სურსათის მოწოდებას არ მხოლოდ რითეილ სექტორიდან გულისხმობს. მათ აქვთ საინტერესო ინიციატივა, რომელიც ბრიტანული მოდელია და ასე ვთქვათ, ძალიან კარგად გაქართულდა: უახლოეს პერიოდში საცალო ვაჭრობის ერთერთ ქსელში სპეციალური ყუთები გაჩნდება, წარწერით “სურსათის ბანკი”, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, პროდუქტი შეიძინოს და დახლთან, სალაროსთან არსებულ ყუთში განათავსოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ვადიანი, დახლიდან მოხსნილი სურსათი “სურსათის ბანკში” წავა და ბენეფიციარებს გადაუნაწილდებათ”- განაცხადა მარუაშვილმა.

შეგახსნებთ, პირველმა „სურსათის ბანკმა“ თბილისში, ისანში ფუნქციონირება უკვე დაიწყო. “სურსათის ბანკი” იმას გულისხმობს, რომ ჭარბი, უვნებელი სურსათი არ გადაიყრება, შეგროვდება და შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება. მარუაშვილის განმარტებით, “სურსათის ბანკში” დაბალი რისკის კატეგორიის სურსათის განთავსება ხდება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები