“მხოლოდ არჩევნებია ის ლეგალური რესურსი, ლეგალური სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვების გზით მოხვიდე ხელისუფლებაში” – მათიკაშვილი

“მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებია ის ლეგალური რესურსი, ლეგალური სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვების გზით მოხვიდე ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა.

„ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიაზრონ და თავში ჩაიდონ – საქართველოში ხელისუფლება იცვლება არჩევნების გზით. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებია ის ლეგალური რესურსი, ლეგალური სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვების გზით მოხვიდე ხელისუფლებაში. სხვა ნებისმიერი გზა ამ მიმართულებით წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. არაკონსტიტუციურად ეცადო და კვლავ რევანშით მოხვიდე ხელისუფლებაში – ქაოსით, კანონის დარღვევით, ძალმომრეობითა და ძალადობით, რევოლუციების ინსცენირებით, ბუნებრივია, ეს ყველაფერი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ადეკვატურად, სამართლიანად და სამართლებრივად პასუხგაცემული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები