“თუ ჩაიდენ დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე, მოგიწევს ზიანის ანაზღაურება ბოლო თეთრამდე” – დავით მათიკაშვილი
“ახლა ადგნენ სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები და იმის ნაცვლად, რომ შეერთებულ შტატებში ლობისტები დაიქირაონ და ტყუილებში გადაიხადონ ფული, მობილიზება მოახდინონ ამ რესურსების, ხალხისგან ნაძარცვი ფულის და ის ვალდებულებები შეასრულონ, რაც გააჩნიათ სახელმწიფოს წინაშე”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამურად, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაევალათ.
„ეს იქნება კიდევ ერთხელ კარგი მაგალითი იმისა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რისი მანტიით ხარ გახვეული, შენ თუ ჩაიდენ დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე, გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე მოგიწევს შესაბამისი საპატიმრო სასჯელის მოხდა, მოგიწევს ასევე ზიანის ანაზღაურება ბოლო თეთრამდე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.