ვიეტნამში ტაიფუნმა „ბუალოიმ“ (Bualoi) ძლიერი ქარიშხლითა და წყალდიდობებით, ცენტრალური რეგიონები დააზარალა. სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21-მდე დაკარგულად არის გამოცხადებული.
ვიეტნამის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაკარგულთა შორის უმეტესობა მებადურია, რომელთა გემები შტორმის დროს ზღვაში გაუჩინარდა.
ქარიშხალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას, დატბორილია გზები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი დროებით მოწყვეტილია გარე სამყაროს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ათასობით მოქალაქე უსაფრთხო ზონებში გადაასახლა. ჩრდილოეთ და ცენტრალურ პროვინციებში გაუქმებულია ფრენები.
მეტეოროლოგების ცნობით, „ბუალოი“ რეგიონს უახლოეს დღეებში დატოვება, თუმცა მძიმე ნალექები, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს.
ცნობისთვის, “ბუალოი“ აზიაში ერთ კვირის განმავლობაში, მეორე დიდი შტორმია. ტაიფუნმა „რაგასამ“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, ფილიპინების ჩრდილოეთით და ტაივანში, სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.