საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება.
დღეს გია უძილაურის პროცესია, რომელსაც შეკვეთით მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
დაიკითხება 12 მოწმე, მათ შორის, ლევან ჯანგველაძის მძღოლი, დაზარალებული გია ჩადუნელი, უძილაურის და ჯანგველაძის ოჯახის წევრები და ნათესავები.