ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი გაიხსნა(ვიდეო)

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი ოფიციალურად გაიხსნა.

„ჯინანჯინის ხიდი“ (Jin’anjin Bridge), მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პროვინცია გუიჯოუში, მდინარისა და უზარმაზარი ხეობის თავზე და 625 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული, სადაც ასევე მდებარეობს 565 მეტრიანი ბეიპანძიანგის ხიდი, რომელიც ამჟამად მსოფლიოში სიმაღლით მეორეა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინეთის სატრანსპორტო ქსელის განვითარების პროგრამის ნაწილია და შიდა პროვინციებს შორის კავშირის გამარტივებასა და ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ხიდის მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და მასში როგორც ჩინელი, ისე საერთაშორისო ინჟინრები მონაწილეობდნენ.

როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთმა დიდი ინვესტიციები ჩადო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ურბანიზაციის პერიოდს ემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები